top of page

TERMS AND CONDITIONS

წინამდებარე პირობები მოქმედებს პატრიოტ ტაქსი-თ სარგებლობის დროს.
1. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს  მიწოდების სერვისის საშუამავლო მომსახურება, პატრიოტ ტაქსი-თ  მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომლის გამოყენებისა და მოხმარების წესები, ასევე მხარეთა უფლებები და ვალდებულებები რეგულირდება ამ ხელშეკრულების პირობებისა და წესების შესაბამისად.
2. ძირითადი განმარტებები
2.1. შპს პატრიოტ ტაქსი, კომპანია პატრიოტ ტაქსი, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვიქტორ დოლიძის 59,  საიდენტიფიკაციო კოდით 405376034.
საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail - Taxi.ge112@gmail.com
Tel.0322 421 421
პატრიოტ ტაქსის პლატფორმა – „პატრიოტ ტაქსი“ს მიერ მართული პლატფორმა, რომელიც კლიენტს აძლევს საშუალებას გამოიძახოს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაში გაწევრიანებული მძღოლი და განათავსოს შეკვეთა.
 
2.4. მომსახურების საფასური – კლიენტისთვის სერვისის მიწოდების საფასური, რომელიც გამოითვლება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2.5. კლიენტი – კომპანია, რომელიც იყენებს პატრიოტ ტაქსი-ს  ბიზნეს მიწოდების პლატფორმას შეკვეთის განსათავსებლად.
2.6. კლიენტის ანგარიშსწორება – მიწოდების მომსახურების გადახდა ინვოისის საფუძველზე.
2.7. საკრედიტო ლიმიტი - პატრიოტ ტაქსი-თ  მიერ კლიენტისთვის კორპორატიული მომსახურების გამოსაყენებლად მინიჭებული მაქსიმალური დასაშვები დავალიანება.
3. ლიცენზირება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მონაცემთა დამუშავება

3.1. პლატფორმაზე დარეგისტრირებით, პატრიოტ ტაქსი  ანიჭებს მომხმარებელს ცვლად, არა ექსკლუზიურ, არა ქველიცენზირებად ლიცენზიას, რომ გამოიყენოს პლატფორმა შეკვეთების განსათავსებლად.
3.2. ყველა ინტელექტუალური საკუთრება, პროგრამული უზრუნველყოფა, მისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია რომელიც შექმნილია ან გამოყენებულია ამ სერვისისთვის და მისი გენერალური პირობების შესასრულებლად ეკუთვნის პატრიოტ ტაქსი-ს. მომხმარებელს არ აქვს უფლება მოახდინოს პლატფორმის და/ან მის მიერ გამოყენებული ნებისმიერი პროგრამის კოდის კოპირება, მოდიფიცირება, ადაპტირება, უკუ-ინჟინერია, დეკომპილირება, ან რაიმე სხვა გზით გამჟღავნება. მომხმარებელს არ აქვს უფლება მოიპოვოს ან გამოიყენოს პლატფორმის ნებისმიერი მონაცემი კომერციული ან ნებისმიერი სხვა მიზნებისათვის გარდა ამანათის მიწოდების სერვისისა.
 
 
3.3. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები რომელიც მოწოდებულია მომხმარებლის მიერ რეგულირდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მოცემულია პატრიოტ ტაქსი-ს საიტზე: www.taxipatriot.ge
4. მხარეთა ვალდებულებები

პრეტენზიები
 
4.1. თუ კლიენტს გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია რომელიც დაკავშირებულია მომსახურების მიწოდებასთან, კლიენტს უფლება აქვს რომ შეატყობინოს შ.პ.ს. პატრიოტ ტაქსი-ს პლატფორმის გამოყენებით დაუყოვნებლივ, მაგრამ კონკრეტული შეკვეთიდან არა უგვიანეს 24 საათისა. პატრიოტ ტაქსი-მ შესაძლოა მოითხოვოს დეტალები პრეტენზიის შესახებ და ახსნა განმარტება გარემოებებთან დაკავშირებით რომელიც ეხება პრეტენზიას.
5. მომსახურების ღირებულება და გადახდის პირობები
5.1. მომსახურების საფასური ითვლება წინასწარ შეთანხმებული ტარიფის საფუძველზე მიწოდების დისტანციის მიხედვით.
5.2. კორპორატიულ კლიენტს გასული კალენდარული თვის შესაბამისი ინვოისი და საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა, რომელიც მოიცავს მომსახურების საფასურს + დღგ (18%), წარედგინება პატრიოტ ტაქსი-ს მიერ არაუგვიანეს ყოველი თვის მე-7 (მეშვიდე) დღისა.
5.3. კლიენტი ვალდებულია მოახდინოს მომსახურების საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში. შეკვეთების რეპორტი კორპორატიული კლიენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიზნეს ანგარიშზე. თუ კლიენტი არ ეთანხმება ინვოისში მითითებულ თანხას, კლიენტი ინვოისის მიღებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს პატრიოტ ტაქსი-ს შესაბამის წერილობით პრეტენზიას.
5.4. თუ კლიენტმა გახარჯა შპს პატრიოტ ტაქსი-ის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ლიმიტი, კლიენტს შეუწყდება პლატფორმაზე შეკვეთის განთავსების უფლება. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს დავალიანება, მიუხედავად იმისა დასრულებულია თუ არა კალენდარული თვე, და მაშინაც კი თუ კლიენტს არ შეუწყდა შეკვეთების განთავსების უფლება ლიმიტის გადახარჯვის მიუხედავად. 6.5. მოცემულ ვადებში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შ.პ.ს. პატრიოტ ტაქსი იტოვებს უფლებას კლიენტს დაარიცხოს დავალიანების მთლიანი თანხის 0.5% ყოველ დაყოვნებულ ერთ დღეზე, აგრეთვე ყველა გონივრული ხარჯი (მათ შორის დებიტორული დავალიანებების ამოღების სამსახურის საკომისიო), ადმინისტრაციული და იურიდიული ხარჯები რაც დაკავშირებულია დავალიანების ამოღებასთან.
5.5 პატრიოტ ტაქსის კლიენტის პირადი მონაცებები დაცულია და არ გადაეცემა მე 3 პირს
6. დასკვნითი დებულებები

6.1. ხელშეკრულება გააქტიურებულად ითვლება კლიენტის მიერ ვებ პლატფორმაზე დადასტურებისა და პლატფორმის აქტივაციის შემდეგ.
6.2. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებაზე თანხმდებიან ნებაყოფლობით და გააზრებული აქვთ ხელშეკრულების ყველა პირობა, შინაარსი და დებულება. მხარეები ასევე ადასტურებენ რომ ისინი უფლებამოსილნი არიან და აქვთ ყველა შესაბამისი ნებართვა და თანხმობა, წინამდებარე ხელშეკრულებაზე დასათანხმებლად.
6.3. შპს პატრიოტ ტაქსი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები გენერალურ პირობებში, ატვირთოს ზოგადი პირობები პლატფორმაზე და ამის შესახებ შეატყობინოს ელ.ფოსტის მისამართზე, რომელიც მომხმარებლის მიერ მითითებულია რეგისტრაციის დროს.
6.4. კლიენტს აქვს უფლება გაწყვიტოს შპს პატრიოტ ტაქსი-სთან დადებული ხელშეკრულება, პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერ დროსა და მიზეზით, პატრიოტ ტაქსი-სთვის 7 დღით ადრე შეტყობინების შემდგომ. ასევე შპს პატრიოტ ტაქსი უფლებამოსილია გაწყვიტოს ხელშეკრულება კლიენტთან, ნებისმიერი მიზეზით, კლიენტისთვის 7 დღით ადრე შეტყობინების შემდგომ.
6.5. დავალიანებების და გენერალური პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძალაში რჩება ამ კონტრაქტის შეჩერების შემდეგაც
8.6. წინამდებარე ხელშეკრულება უნდა დარეგულირდეს, განიმარტოს და განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 8.7. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებების საშუალებით 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ ასეთი მოლაპარაკების შედეგად მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხის მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს შესაბამისი იურისდიქციის მქონე საქართველოს სასამართლოს.
6.8. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი პირობების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მოქმედი დებულებით, რომელიც მიახლოებით ასახავს ბათილად ცნობილი დებულების მიზანს და ეკონომიკურ ეფექტს.
მომსახურების გამწევი:
 
შპს პატრიოტ ტაქსის რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვიქტორ დოლიძის 59,  საიდენტიფიკაციო კოდით 405376034.
საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail - Taxi.ge112@gmail.com
Tel.0322 421 421o

bottom of page