GENERAL TERMS FOR PASSENGERS
წესები
წესები და პირობები მგზავრებისთვის
წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები განსაზღვრავს შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენებას და გამოყენების წესებს და პირობებს, რომლებიც მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს, რათა დაეხმაროს მათ ქალაქებში უფრო ეფექტურად გადაადგილებაში.
ტერმინი "ჩვენ" ნიშნავს შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის მფლობელს, რომელიც დაარსდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია შპს პატრიოტ ტაქსი, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვიქტორ დოლიძის 59, საიდენტიფიკაციო კოდით 405376034.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Tel.0322 421 421
შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა რომ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.
1. შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენება
1.1შპს პატრიოტ ტაქსი უზრუნველყოფს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას და არ ასრულებს სატრანსპორტო მომსახურებას. სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია მძღოლების მიერ (თქვენთან გაფორმებული) კონტრაქტის საფუძველზე მგზავრების გადაყვანის შესახებ. მძღოლები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას დამოუკიდებლად (როგორც პირადად, ისე კომპანიის მეშვეობით), როგორც ეკონომიკური და პროფესიული მომსახურების მიმწოდებლები. სამომხმარებლო უფლებების, სამართლებრივი ვალდებულებების ან სატრანსპორტო მომსახურების გაწევის საკითხებთან დაკავშირებით მგზავრთა და მძღოლებს შორის დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები მძღოლებისა და მათ სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ხელმისაწვდომია შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაში, ხოლო მგზავრობის ქვითრები იგზავნება მგზავრის პროფილში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
1.2 შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენებისას შეგიძლიათ აირჩიოთ სატრანსპორტო მომსახურებისათვის მძღოლისთვის პირდაპირ გადახდა, ან გამოიყენოთ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის მეშვეობით გადახდა. შპს პატრიოტ ტაქსის ბიზნეს-მომსახურებისთვის საფასურის გადახდა ხდება ცალკე ხელშეკრულებით. საკომისიო თანხა მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. საკომისიო შეიძლება შეიცავდეს სხვა საკომისიო გადასახადებს, გადასახადებს და / ან ჯარიმებს, მათ შორის დაჯავშნის მოსაკრებელს, მუნიციპალური გზებით სარგებლობისთვის დადგენილ გადასახადს, აეროპორტის მოსაკრებელს, ან ნაწილ-ნაწილ გადახდისთვის დადგენილ გადასახადს.
1.3. შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის ინსტალაციისას, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი დაკავშირებულია შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან/ექაუნთთან და ასევე, დამატებულია მონაცემთა ბაზაში. თუ აღარ იყენებთ თქვენს მობილურ ნომერს, უნდა შეატყობინოთ შპს პატრიოტ ტაქსის 7 დღის ვადაში, რათა ანონიმური გავხადოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები. თუ ნომრის ცვლილების შესახებ არ შეგვატყობინებთ, თქვენს მობილურ ოპერატორს შეუძლია იგივე მობილური ნომრის სხვა პირისთვის გადაცემა და შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენებისას მას შეეძლება იხილოს თქვენი მონაცემები.
2. პრომო კოდები
2.1 შპს პატრიოტ ტაქსი უფლებამოსილია, გამოგიგზავნოთ პრომო კოდები სარეკლამო აქციის საფუძველზე. პრომო კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მგზავრობის საფასურის გადახდის ან / და მესამე მხარის მომსახურებასთან დაკავშირებული შეღავათის გადახდის მიზნით, პრომო კოდები ექვემდებარება ნებისმიერ დამატებით პირობებს, რომლებიც დადგენილია თითოეული პრომო კოდის საფუძველზე. პრომო კოდის ვადის გასვლის თარიღები აისახება აპლიკაციაში, როდესაც თქვენს ანგარიშზე პრომო კოდს მიუთითებთ.
2.2 თუ თქვენი მგზავრობის საფასურის თანხა გადააჭარბებს თქვენი გადაადგილეებისთვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობას, ბალანსი ავტომატურად დაიქვითება თქვენი ანგარიშების გადახდის მეთოდის მიხედვით. ანალოგიურად, პრომო კოდის კრედიტი ვრცელდება მხოლოდ თითო მგზავრობაზე და არ გადადის მომდევნო მგზავრობაზე, შესაბამისად, იკარგება. ერთ მგზავრობაზე შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი პრომო კოდი.
2.3 შპს პატრიოტ ტაქსი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს ნებისმიერი პრომო კოდი ნებისმიერ მიზეზით. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გარემოებებით: თუ შპს პატრიოტ ტაქსი მიიჩნევს, რომ კოდები გამოიყენება უკანონო ან თაღლითური გზით, შეცდომით არის გაცემული, ან ვადა ამოიწურა.
თქვენ, როგორც მგზავრი, ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ გადახდის განხორციელება და საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა.
3. შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით გადახდები
საკრედიტო ბარათითა და მობილური გადახდის შეთავაზებისას შპს პატრიოტ ტაქსი მოქმედებს როგორც ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერების ფინანსური აგენტი, შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის შიგნით გადახდების შუალედურ რგოლად ყოფნით. ტრანსპორტირების მომხმარებლის ვალდებულება ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის მიმართ უნდა იქნას მიჩნეული დასრულებულად იმ დროიდან როცა ანგარიშსწორების შეკვეთა მოხდება შპს პატრიოტ ტაქსის ბანკის ანგარიშზე. თქვენ, როგორც მგზავრი, ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ გადახდის განხორციელება და საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა.
3.2. საკრედიტო ბარათით და მობილური გადახდისას შპს პატრიოტ ტაქსი გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას მძღოლთან. შპს პატრიოტ ტაქს-მა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დეტალები გადახდის მეთოდის დასამოწმებლად.
3.3 შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდასთან დაკავშირებული გადასახადების მიღებისას, ბოლტი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ხარჯების ანაზღაურებაზე (მობილური ოპერატორები, საბანკო გადასახადი და ა.შ.). ამ სერვისების პროვაიდერებს შეუძლიათ დაგაკისროთ დამატებითი გადასახადები შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით გადახდასთან დაკავშირებით. შპს პატრიოტ ტაქს-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ გადასახადებზე და პასუხისმგებლობას იხსნის აღნიშნულთან დაკავშირებით. თქვენს მიერ გამოყენებული გადახდის მეთოდი შესაძლოა დაექვემდებაროს შესაბამისი მესამე მხარის გადახდის მომსახურების პროვაიდერის დამატებით პირობებს; გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე პირობებს თქვენი გადახდის მეთოდის გამოყენებამდე.
3.4. შპს პატრიოტ ტაქსი პასუხისმგებელი იქნება საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ბარათის მფლობელებს შესთავაზოს მხარდაჭერა პრობლემების გადაჭრაში. საკრედიტო ბარათებითა და მობილურ გადახდებთან დაკავშირებულ დავებზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მოხდეს შპს პატრიოტ ტაქს-ის გავლით. ელექტრონული ფოსტის, ან აპლიკაციის მეშვეობით შემოსულ განაცხადზე პასუხის მიღება ხდება ერთ სამუშაო დღეში. შპს პატრიოტ ტაქსი გადაჭრის საკრედიტო ბარათებთან და მობილურ გადახდასთან დაკავშირებული ყველა პრობლემას ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ტრანსპორტირების გამოძახება და გამოძახების გაუქმება
4.1. თუ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის მომხმარებელი უკვეთავს ტრანსპორტირების და ტრანსპორტირების მძღოლი უდასტურებს მიღებას, მაშინ ეს მიიჩნეულია, როგორც დადასტურებული შეკვეთა.
4.2 როდესაც მძღოლი თანხმობას განაცხადებს თქვენს ტრანსპორტირებაზე, ცალკე ხელშეკრულებას გააფორმებთ მძღოლთან მგზავრობასთან დაკავშირებული პირობებით, რომლებსაც მძღოლთან შეათანხმებთ. შპს პატრიოტ ტაქსი არ ასრულებს ტრანსპორტირებას და იგი არ წარმოადგენს მხარეს თქვენს და მძღოლს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
4.3. შეკვეთის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მძღოლმა მიიღო თქვენი მოთხოვნა მომსახურების გაწევის შესახებ, თქვენ კი ეს მოთხოვნა მოგვიანებით უარყავით, გააუქმეთ ან უარი თქვით. როდესაც მომსახურების მიღების მოთხოვნას გააუქმებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა გადაიხადოთ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაში მითითებული გაუქმების საფასური.
4.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მომხმარებელს გავუუქმოთ აპლიკაციის გამოყენების უფლება, თუ მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში გაუქმებული აქვს რამდენიმე დადასტურებული შეკვეთა. მსგავსი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, მომხმარებლისთვის შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ შეიძლება მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის გააქტიურება და თქვენი განცხადება განიხილება შპს პატრიოტ ტაქსის მიერ.
4.5 როდესაც მძღოლი ატყობინებს მგზავრს ავტომანქანის დანიშნულების ადგილზე მისვლის შესახებ და იმის შესახებ, რომ მგზავრი ან მგზავრები, რომელთა ტრანსპორტირებაც იყო შეკვეთილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოცხადდნენ ავტომანქანასთან მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად. ზოგ შემთხვევაში მძღოლმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნის გაუქმების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შპს პატრიოტ ტაქსი -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა.
4.6 როდესაც მძღოლი ადგილზე გამოცხადდება და შეტყობინებას გიგზავნით აღნიშნულის შესახებ, შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციამ შესაძლოა დაიწყოს გადასახადის დარიცხვა მოლოდინის დროისთვის, შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაში განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
4.7 იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვეთ ტრანსპორტის მომსახურება შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენებით და ზიანი მიაყენეთ მძღოლის ავტომანქანას ან მის დეტალებს (მაგ. ავტომანქანის დაზიანება ან დალაქავება, ან ავტომანქანაში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა), მძღოლი უფლებამოსილი იქნება, მოგთხოვოთ 200ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და კომპენსაცია, თუ ზიანის ოდენობა აღემატება ჯარიმის ოდენობას. თუ ჯარიმას არ გადაიხდით და/ან არ აანაზღაურებთ ზარალს, შპს პატრიოტ ტაქსის უფლებამოსილია, საჩივარი შეიტანოს სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერის სახელით.
5. შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენების ნებართვა
5.1 თუ დაიცავთ წინამდებარე ზოგად პირობებს, თანხმობას ვაცხადებთ, მოგანიჭოთ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაზე წვდომის და სარგებლობის უსასყიდლო, შექცევადი, არა-ექსკლუზიური უფლება წინამდებარე ზოგადი პირობების, კონფიდენციალურობის შეტყობინების და აპლიკაციის მოქმედი პირობების შესაბამისად. უფლება არ გაქვთ, გადასცეთ ან ქვე-ლიცენზია გასცეთ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენების უფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით სარგებლობის უფლება გაგიუქმდებათ, ავტომატურად გაუქმდება შესაბამისი არა-ექსკლუზიური ლიცენზიაც.
6. პასუხისმგებლობა
6.1 რადგან პატრიოტ ტაქსის აპლიკაცია წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოების სერვისს (კომუნიკაციის საშუალება) მგზავრებს და მძღოლებს შორის, არ შეგვიძლია გარანტია გავცეთ, ან პასუხისმგებლობა ავიღოთ სატრანსპორტო მომსახურების დროს ხარისხზე ან დეფექტების არარსებობაზე. რადგან შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით სარგებლობა სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნის მიზნით დამოკიდებულია მძღოლების ქცევაზე, შპს პატრიოტ ტაქსი გარანტიას არ იძლევა, რომ ყოველთვის გექნებათ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შემოთავაზება.
6.2 შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაცია არ გთავაზობთ ან არ ასრულებს საბროკერო მომსახურებას მგზავრებისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით. იგი არ წარმოადგენს სატრანსპორტო სააგენტოს, რომელიც ტრანსპორტირების პროვაიდერებისთვის მგზავრების მოძიებას უზრუნველყოფს. შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაცია გამოიყენება როგორც სატრანსპორტო მომსახურების ორგანიზების საშუალება.
6.3 კლიენტის უფლება თანხის დაბრუნებაზე არ მოქმედებს შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით გაკეთებული შეკვეთების დროს. სატრანსპორტო სამსახურისგან თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ გამოიწვევს თქვენს გასვლას ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც მოხდა სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთა.
6.4 შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაცია მოწოდებულია ,,მზა" და ,,უცვლელი" სახით. შპს პატრიოტ ტაქსი არ აცხადებს, არ იძლევა გარანტიას, რომ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაზე წვდომა უწყვეტი ან შეცდომისგან დაცული იქნება. პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში ვეცდებით მის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრას, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური პრობლემების გამო და არ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ აპლიკაცია ყოველთვის იმუშავებს, მაგალითად, საზოგადო საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეფერხება.
6.5 შპს პატრიოტ ტაქსის წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ აგებენ პასუხს შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით სარგებლობის, შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით შეთანხმებული მგზავრობის შედეგად თქვენს მიერ განცდილ ზიანზე ან ზარალზე, მათ შორის: პირდაპირი ან ირიბი ქონებრივი ან ფულადი ზარალი; მოგების, კონტრაქტების, კონტაქტების, რეპუტაციის დაკარგვა; ასევე ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის შედეგად განცდილი ზარალი; მონაცემების დაკარგვის, ან უზუსტობის შედეგად განცდილი ზიანი, ნებისმიერი სხვა სახის ზიანი.
6.6 თანხმობას აცხადებთ, სრულად აუნაზღაუროთ ზარალი და დაიცვათ შპს პატრიოტ ტაქსი, მათი ფილიალი კომპანიები, წარმომადგენლები, თანამშრომლები და დირექტორები ნებისმიერი სახის საჩივრისგან ან დანაკარგისგან (მათ შორის ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან, ზიანისგან, ზარალისგან), რომელიც შესაძლოა მიადგეს მათ თქვენს მიერ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენების შედეგად (მათ შორის მგზავრობები, რომლებიც შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის მეშვეობით განახორციელეთ).
6.7 შპს პატრიოტ ტაქსი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ შეგიწყვიტოთ აპლიკაციით სარგებლობის უფლება, თუ დაარღვევთ წინამდებარე პირობებს ან საჭიროდ ჩავთვლით შპს პატრიოტ ტაქსის ერთიანობის ან მძღოლების უსაფრთხოებისთვის.
7. შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის გამოყენების კარგი პრაქტიკა
7.1 ვინაიდან შპს პატრიოტ ტაქსი არ არის პროვაიდერი, ან ტრანსპორტირების სერვისის ბროკერი, ნებისმიერი სადავო საკითხი ტრანსპორტირების სერვისის დეფექტებთან ან ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის ან სხვა რელევანტური სამეთვალყურეო ორგანოს წესებისა და რეგულაციების მიხედვით.
7.2 ჩვენ ვითხოვთ უკუკავშირის ფორმის შევსებას შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციაში. ეს საშუალებას გვაძლევს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერებს მივაწოდოთ შეთავაზებები მათი სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
7.3 ჩვენ თქვენგან მოველით, რომ ბოროტად არ გამოიყენებთ შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციას და თავაზიანები იქნებით ტრანსპორტირების მძღოლების მიმართ, რომლებიც გთავაზობენ თავიანთ სერვისს შპს პატრიოტ ტაქსი-ს მეშვეობით. შპს პატრიოტ ტაქსი უფლებას იტოვებს, დახუროს თქვენი ანგარიში, თუ დაარღვევთ წინამდებარე ზოგად პირობებს ან თუ თქვენი საქმიანობა საზიანოა, ე.ი. ხელს უშლის ანგარიშსწორებას სატრანსპორტო მომსახურებისთვის. ასეთ შემთხვევაში თქვენი პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის ანგარიში გაუქმდება წინასწარი შეტყობინების გარეშე.
7.4 შპს პატრიოტ ტაქსი ყველანაირად ეცდება, რომ მხოლოდ იმ მძღოლებმა გამოიყენონ პატრიოტ ტაქსისt-ის აპლიკაცია, რომლებიც თავაზიანი არიან მომხმარებლისა და საკუთარი პროფესიის მიმართ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პატრიოტ ტაქსის-ის აპლიკაციის მეშვეობით გაერთიანებული ტრანსპორტირების სერვისის თითოეული პროვაიდერის მიერ ზემოთ მოცემული კრიტერიუმის დაკმაყოფილება ნებისმიერ დროს. თუ თქვენ შენიშნავთ ხარვეზებს ტრანსპორტირების პროვაიდერის მხრიდან, გთხოვთ, შეატყობინოთ სერვისზე პასუხისმგებელ კომპანიას, ზედამხედველ ორგანოს ან ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს.
8. შესწორებების შეტანა ზოგად პირობებში
8.1 ზოგად პირობებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებთ ელ-ფოსტით ან პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით. თუ გააგრძელებთ პატრიოტ ტაქსის აპლიკაციით სარგებლობას, მიიჩნევა, რომ თანხმდებით შესწორებებს.
9. საბოლოო დებულებები
ზოგადი პირობები რეგულირდება, შექმნილია და მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი დებულებების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მიახლოვებით იმავე მიზნის და ეკონომიკური ეფექტის მქონე დებულებით.