top of page

GENERAL TERMS FOR DRIVERS

წესები

ზოგადი პირობები მძღოლებისთვის

წინამდებარე საერთო პირობებში წარმოდგენილია „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის გამოყენების მარეგულირებელი მთავარი პირობები.

„პატრიოტ ტაქსი“ს აპლიკაციის გამოყენებით სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენ უნდა დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

1. განმარტებები

1.1 „პატრიოტ ტაქსი“ (ასევე მოხსენიებული როგორც "ჩვენ" ან "ჩვენი") – შპს პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის მფლობელს, რომელიც დაარსდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია შპს პატრიოტ ტაქსი, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვიქტორ დოლიძის 59,  საიდენტიფიკაციო კოდით 405376034. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail - Taxi.ge112@gmail.com

Tel.0322 421 421

 

1.3. „პატრიოტ ტაქსი“-ს  მომსახურებები - რომლებსაც„პატრიოტ ტაქსი“უზრუნველყოფს, „პატრიოტ ტაქსი“ს აპლიკაცია და „პატრიოტ ტაქსი“-ს პლატფორმა, ტექნიკური მომსახურება, კლიენტის მხარდაჭერა, თქვენსა და კლიენტს შორის გადახდები და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს ან სხვა მსგავსი დახმარების მომსახურებები.

1.4. „პატრიოტ ტაქსი“ს აპლიკაცია - მობილური აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რათა გამოიძახონ და მიიღონ სატრანსპორტო მომსახურება.

1.5. „პატრიოტ ტაქსი“ს პლატფორმა – ტექნოლოგია, რომელიც მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს და ეხმარება მათ ქალაქებში კიდევ უფრო ეფექტურად გადაადგილებაში.

1.6. მგზავრი - ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს გადაადგილების მომსახურებას „პატრიოტ ტაქსი“ის პლატფორმით

1.7. მძღოლი ან თქვენ - პირი, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებებს „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის მეშვეობით. თითოეულ მძღოლს ეძლევა პირადი ანგარიში „პატრიოტ ტაქსი“ს აპლიკაციისა და„პატრიოტ ტაქსი“-ს პლატფორმის გამოსაყენებლად.

1.8. ხელშეკრულება– წინამდებარე ხელშეკრულება მძღოლს და „პატრიოტ ტაქსი“-ს -ს შორის „პატრიოტ ტაქსი“-ს  სერვისების გამოყენების შესახებ, რომელიც შედგება შემდეგი პუნქტებისგან:

1.8.1. წინამდებარე ზოგადი პირობები;

1.8.2. „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციაში წარმოდგენილი სპეციალური პირობები, მაგალითად, ფასის ან სერვისის აღწერის შესახებ;

1.8.3. მძღოლების სახელმძღვანელოები, და

1.8.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული სხვა პირობები, რომლებშიც პერიოდულად შედის შესწორებები.

დამატებითი პირობები ან დოკუმენტები, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დოკუმენტში ან შეთანხმება მომავალში მძღოლს და „პატრიოტ ტაქსი“-ს  შორის.

1.9. მგზავრობის ღირებულება – კლიენტის ვალდებულება აგინაზღაუროთ სატრანსპორტო მომსახურება

1.10. „პატრიოტ ტაქსი“ს მოსაკრებელი – მოსაკრებელი, რომელიც ვალდებული ხართ, რომ გადაუხადოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს,  პლატფორმით სარგებლობისას.

1.11.აპლიკაციით გადახდა – მგზავრობის ანაზღაურების მეთოდი, რომელიც ხორციელდება კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენებით. აპლიკაციით გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო/საკრედიტო ბარათებით, კორპორატიული, მობილური ან „პატრიოტ ტაქსი“-ს მიერ დაშვებული სხვა გადახდის მეთოდებით

1.12. „პატრიოტ ტაქსი“ს მძღოლის პორტალი – პორტალი რომელიც მოიცავს რელევანტურ ინფორმაციას და საბუთებს რომელიც დაკავშირებულია თქვენი „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის გამოყენებასა და მგზავრობის სერვისის მიწოდებასთან, ასევე მოიცავს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას. 

1.13. სატრანსპორტო მომსახურება - სატრანსპორტო მომსახურება გაიწევა თქვენ მიერ იმ კლიენტის მიმართ ვისი მოთხოვნაც მიღებული გაქვთ „პატრიოტ ტაქსი“ს აპლიკაციის გამოყენებით.

2. ხელშეკრულების გაფორმება

2.1. „პატრიოტ ტაქსი“-ს  სერვისებით სარგებლობამდე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამის აპლიკაციაში და ატვირთოთ ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაცია. დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირის სახით.

რეგისტრაციის წარმატებით დარეგისტრირების შემდეგ „პატრიოტ ტაქსი“უზრუნველყოფს თქვენთვის პირად ანგარიშს, რომელზე წვდომა შესაძლებელი იქნება თქვენ მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. „რეგისტრაციის გავლის" ღილაკზე დაწკაპუნებით, ლიცენზიის მიმღები ადასტურებს რომ:

ის უფლებამოსილია კანონის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულება „პატრიოტ ტაქსი“-ს თან, რათა აპლიკაციის მეშვეობით მიაწოდოს სატრანსპორტო მომსახურება; მან ყურადღებით შეისწავლა და სრულად გაიგო საერთო პირობები, მათ შორის ამ ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ყველა ვალდებულება, რომელიც წარმოექმნება ლიცენზიის მიმღებს;

მიწოდებული ყველა ინფორმაცია ზუსტი, სწორი და სრულია;

თქვენ მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიშის სიზუსტე და პროფილის ინფორმაციის მუდმივი განახლება;

უფლებას არ ანიჭებს სხვა პირებს გამოიყენონ ლიცენზიის მიმღებების ანგარიში, ან გადასცენ ის ნებისმიერ სხვა პირს;

არ გამოიყენებს „პატრიოტ ტაქსი“-ს მომსახურებას ნებართვის გარეშე ან არაკანონიერი მიზნებისთვის და ზიანს არ მიაყენებს „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის სათანადო მოქმედებას;

მუდმივად შეასრულებთ იმ ქვეყნისა და ქალაქის ყველა წესსა და კანონს სადაც გასწევთ სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის (და არა მხოლოდ) დაიცავთ იმ კანონებს რომელიც გულისხმობს მგზავრისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევას;

2.2. რეგისტრაციის გავლისას, საბანკო დეტალების შევსებისას თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ საბანკო ანგარიში. თუ ანგარიშის მფლობელი იურიდიული პირია, მან უნდა მიუთითოს კომპანიის საბანკო ანგარიში. „პატრიოტ ტაქსი“ ახორციელებს აპლიკაციით გადახდილი თანხების ტრანზაქციას იმ საბანკო ანგარიშზე რომელსაც თქვენ გვაწვდით. „პატრიოტ ტაქსი“ არ აგებს პასუხს არასწორ ტრანზაქციაზე თუ კი თქვენ მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიში არასწორია.

2.3. აპლიკაციის შევსების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ფოსტას დამატებითი პირობებით, რომელიც საჭიროებას წარმოადგენს „პატრიოტ ტაქსი“-ს მომსახურების გაწევისთვის. ეს მოთხოვნები შესაძლოა იყოს, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, მოქმედი მართვის მოწმობა, ავტომობილის დამაკმაყოფილებელი ტექ-დათვალიერების სერთიფიკატი, აპლიკაციის გამოყენების სასწავლო კურსის გავლა, GPS- ის მხარდაჭერის მქონე მობილური მოწყობილობის ქონა და სხვა პირობები რომლებიც აღწერილი იქნება შესაბამის ელექტრონულ წერილში. მოთხოვნების სრულად არ წარდგენის შემთხვევა გამოიწვევს ხელშეკრულების გაუქმებას და „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის გამოყენების უფლების შეზღუდვას.

2.4. ანგარიშის რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის (მაგ. კომპანია). თქვენ იურიდიულ პირად ითვლებით, თუ თქვენი გადახდის რეკვიზიტებში (რომელიც ხელმისაწვდომია „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის პორტალზე) მოსაკრებლების მიმღებში იურიდიული პირია აღნიშნული. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული იურიდიული პირი ითვლება სატრანსპორტო მომსახურებების მომწოდებლად და წინამდებარე ზოგადი პირობების, ისევე როგორც ხელშეკრულების ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტების მხარედ. ხოლოდ იმ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, რომელიც მიეთითება რეგისტრაციის გავლისას, შეუძლია ფაქტობრივად უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურებები. ასეთ ფიზიკურ პირს შეუძლია გამოიყენოს მძღოლის ანგარიში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაეცნობა და თანახმა იქნება, რომ დაიცვას აღნიშნული ზოგადი პირობები და ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტაცია, რომელიც გახდება ხელშეკრულების ნაწილი. გადახდის რეკვიზიტებში მითითებული იურიდიული პირი და ფიზიკურ პირი, რომელიც ფაქტობრივად უზრუნველყოფს „პატრიოტ ტაქსი“-ს  ერთი ანგარიშით გათვალისწინებულ სატრანსპორტო მომსახურებას, ერთობლივად და ცალ-ცალკე იქნებიან პასუხისმგებელნი მძღოლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ დარღვევაზე.

2.7. „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიშის რეგისტრაცია ავტოპარკის მფლობელად. „პატრიოტ ტაქსი“-თან ცალკე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ავტოპარკს შეუძლია თავად დაარეგისტრიროს ანგარიშები თავისი თანამშრომლებისთვის ან/და მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში ავტოპარკი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები ან/და მომსახურების მომწოდებლები იცავდნენ ზოგადი პირობებისა და ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების მოთხოვნებს და ასევე ვალდებულია, რომ იმოქმედოს და შეასრულოს ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები. ავტოპარკი და მისი თანამშრომლები ან / და მომსახურების მომწოდებლები ერთობლივად და ცალ-ცალკე იქნებიან პასუხისმგებელი ასეთი თანამშრომლის და / ან მომსახურების მომწოდებლის მიერ ჩადენილ დარღვევაზე.

 

3. „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციისა და მძღოლის პორტალის გამოყენების უფლებამოსილება

3.1. „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის და მძღოლის ანგარიშის გამოყენების ლიცენზია. ჩვენ განიჭებთ ლიცენზიას, ისარგებლოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციით და „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიშით. ლიცენზია არ განიჭებთ უფლებამოსილებას, გასცეთ ქვე-ლიცენზია ან უფლებები გადასცეთ მესამე პირს. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება ცალკე შეთანხმება, ავტოპარკის კომპანიები უფლებამოსილნი იქნებიან, ქვე-ლიცენზიით გასცენ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაცია და „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიში საკუთარი ავტოპარკის წევრებზე

3.2. „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციით და / ან მძღოლის ანგარიშით სარგებლობისას თქვენ არ ხართ უფლებამოსილი:

მოახდინოთ პროგრამის დეკომპილაცია, საინჟინრო ანალიზი, ან სხვაგვარად შეეცადოთ მოიპოვოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის, „პატრიოტ ტაქსი“-ს მძღოლის ანგარიშის, ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის კოდი

შეცვალოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაცია ან „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიში ნებისმიერი სახით თუ ფორმით ან ისარგებლოთ პატრიოტ ტაქსის აპლიკაციის ან „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიშის შეცვლილი ვერსიებით;

გადააგზავნოთ ფაილები, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, დაზიანებული ფაილები, ან სხვა პროგრამები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უარყოფითად იმოქმედოს „პატრიოტ ტაქსი“-ს  პლატფორმაზე.

მცდელობა, მოიპოვოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის, მძღოლის ანგარიშის, ან „პატრიოტ ტაქსი“-ს სხვა მომსახურებაზე არასანქცირებული წვდომა.

3.3. წინამდებარე საერთო პირობების საფუძველზე მინიჭებული ლიცენზია ავტომატურად გაუქმდება ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის და მძღოლის ანგარიშის გამოყენება. „პატრიოტ ტაქსი“-ს უფლება აქვს დაბლოკოს და წაშალოს თქვენი ანგარიში წინასწარი შეტყობინების გარეშე.

3.4. „პატრიოტ ტაქსი“-ს იარლიყებისა და ეტიკეტების გამოყენება. დამატებით, „პატრიოტ ტაქსი“-ს შეუძლია გადმოგცეთ იარლიყები, ეტიკეტები, სტიკერები ან სხვა ნიშნები, რომლებიც ეხება „პატრიოტ ტაქსი“-ს ან სხვაგვარად მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ იყენებთ „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციას. ჩვენ განიჭებთ არაექსკლუზიურ, არალიცენზირებად, არაგადაცემად ლიცენზიას ასეთი ნიშნების გამოყენებაზე და მხოლოდ იმის მისათითებლად, რომ თქვენ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებებს „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის გამოყენებით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ და გააუქმოთ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ეხება „პატრიოტ ტაქსი“-ს ან მის ბრენდს.

3.5. ყველა საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, მონაცემთა ბაზა, ლოგოებისა და ვიზუალური დიზაინის ჩათვლით, ეკუთვნის „პატრიოტ ტაქსი“-ს და დაცულია საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნების და სავაჭრო საიდუმლოს დაცვის შესახებ კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებით. „პატრიოტ ტაქსი“-ს პლატფორმის, ან „პატრიოტ ტაქსი“-ს სხვა მომსახურებების გამოყენებით თქვენ არ იძენთ საკუთრების უფლებას „პატრიოტ ტაქსი“-ს ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

4. სატრანსპორტო მომსახურების გაწევა

4.1. მძღოლის ვალდებულება. წინამდებარე ხელშეკრულებით თქვენ გარანტიას იძლევით, რომ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებას იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ასეთი კანონმდებლობისა და რეგულაციების ნებისმიერ დარღვევაზე.

4.2. თქვენ უნდა ფლობდეთ ყველა ლიცენზიას (მათ შორის მოქმედ მართვის მოწმობას), ნებართვას, ავტომობილის დაზღვევას, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარეგისტრაციო ცნობებს, სერტიფიკატს და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია მოქმედ იურისდიქციაში სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებისათვის. თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მოქმედების ვადა იყოს ძალაში. „პატრიოტ ტაქსი“ უფლებას იტოვებს მოითხოვოს თქვენგან მტკიცებულებების წარმოდგენა და ყველა აუცილებელი ლიცენზიის, ნებართვის, თანხმობის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის და სერტიფიკატის განსახილველად წარდგენა და ასევე მათი განახლება.

4.3. თქვენ უნდა უზრუნველყოთ სატრანსპორტო მომსახურება პროფესიულად სატრანსპორტო მომსახურებისთვის მოქმედი ეთიკური ნორმების შესაბამისად და შეასრულოთ კლიენტის მოთხოვნა კლიენტის ინტერსებიდან გამომდინარე. ამასთან, თქვენ უნდა (i) აირჩიოთ მომხმარებლისათვის ყველაზე ნაკლებ ღირებული მარშრუტი, თუ კლიენტი სხვაგვარად არ მოითხოვს; (ii) არ გაქვთ უფლება უნებართვო გაჩერებაზე; (iii) გეკრძალებათ სხვა მგზავრის წაყვანა ავტომანქანით, გარდა მომხმარებლისა და მისი თანმხლები პირებისა და (iv) ვალდებული ხართ, დაიცვათ მოქმედი საზგაო წესების აქტები და რეგულაციები, ანუ არ განახორციელოთ ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს ავტომანქანის მართვა ან საგზაო მოძრაობის პირობების აღქმა, მათ შორის, გადაადგილების დროს ხელში არ უნდა გეჭიროთ ტელეფონი.

4.4. თქვენ იტოვებთ უფლებას განსაზღვროთ როდის და რა დროის მანძილზე გასწევთ სატრანსპორტო მომსახურებას. თქვენ თვითონ გადაწყვეტთ მგზავრის მიერ მოთხოვნილი შეკვეთებიდან რომელს მიიღებთ, უარყოფთ ან დააიგნორებთ.

4.5. სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შედეგად გამოწვეული ხარჯი. თქვენ ვალდებული ხართ გასწიოთ და იზრუნოთ იმ აღჭურვილობაზე რომელიც საჭიროა ტრანსპორტირების მომსახურების გასაწევად, მათ შორის ავტომობილზე, სმარტ მოწყობილობაზე, ინტერნეტის მოწოდებასა და სხვ. ასევე თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე რომელსაც ტრანსპორტირების მომსახურების განხორციელებისას გასწევთ, მათ შორის და არა მხოლოდ, საწვავი, მობილური ინტერნეტი, სატელეფონო მომსახურების გადასახადები, ავტომობილის ამორტიზაცია, დაზღვევა, შესაბამისი კორპორატიული და ჩარიცხული თანხების გადასახადები და სხვ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი მობილური მონაცემების გეგმაში დიდი რაოდენობით მონაცემების მოხმარება. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ მონაცემთა გეგმა გამოიწეროთ შეუზღუდავი ან ძალიან მაღალი შესაძლებლობით.

4.6. მგზავრობის ღირებულება. თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ანაზღაურება ყოველი ჯეროვნად შესრულებული იმ შეკვეთისთვის რომელიც განხორციელდა მგზავრის მიერ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციით გამოყენების შედეგად. მგზავრობის ღირებულება განისაზღვრება საბაზისო ფასით, იმ მანძილის გავლით რაც კონკრეტული შეკვეთის შესრულებისთვის დაფარეთ, რაც თქვენი მოწყობილობის GPS-ის მონაცემებზე დაყრდნობით ხორციელდება და ასევე იმ დროზე დაყრდნობით რაც კონკრეტული მგზავრობის განხორციელებას დასჭირდება. სტანდარტული საბაზისო ტარიფმა შეიძლება განიცადოს ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება, რომ დააკისროთ კლიენტს იმაზე ნაკლები გადასახადი, ვიდრე „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციაში მითითებული ტარიფია. გაითვალისწინეთ, რომ კლიენტისთვის „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის მაჩვენებლებზე ნაკლები გადასახადის დაკისრება არ ამცირებს „პატრიოტ ტაქსი“-ს მოსაკრებელს.

4.7. წინასწარ განსაზღვრული საფასური. შესაძლებელია, მგზავრმა მიიღოს შეთავაზება, ისარგებლოს წარმოდგენილი შეთავაზებით, რაც საშუალებას აძლევს, დათანხმდეს ფიქსირებულ საფასურზე თქვენს მიერ შესრულებული ტრანსპორტირების მომსახურებისთვის (ე.ი.წინასწარ განსაზღვრული საფასური). წინასწარ განსაზღვრული საფასური მგზავრს ეცნობება „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის მეშვეობით მგზავრობის დაწყებამდე, ხოლო თქვენ - მგზავრის თანხმობის შემთხვევაში, ან მგზავრობის დასრულების ბოლოს. 4.6 პარაგრაფის მიხედვით გამოთვლილი საფასური გამოყენებული იქნება წინასწარ განსაზღვრული საფასურის ნაცვლად, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მგზავრობის დაწყების შემდეგ შეცვლის დანიშნულების ადგილს, მგზავრობას მატერიალურად იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო საგზაო ან სხვა ფაქტორების გამო, ან როდესაც სხვა მოულოდნელი გარემოებები მატერიალურად მოქმედებს ტრანსპორტირების მახასაითებლებზე (მაგ. მარშრუტი გადის იმ გზაზე, რომლის გამოყენებისთვისაც დაწესებულია გადასახადი).

4.8. თუ აღმოაჩენთ, რომ მგზავრობის საფასურის გამოთვლისას დაშვებული იქნა შეცდომა ან გსურთ საფასურის გამოთვლაში კორექტირების შეტანა, საჭიროა, განაცხადი წარადგინოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის სექციაში ,,მგზავრობის საფასურის გადახედვა". წინააღმდეგ შემთხვევაში „პატრიოტ ტაქსი“-ს  არ მოახდენს მგზავრობის საფასურის ხელმეორედ გამოთვლას ან არ აგინაზღაურებთ საფასურის არასწორად გამოთვლის შედეგად მიყენებულ ზარალს.

4.9. „პატრიოტ ტაქსი“-ს იტოვებს უფლებას დააკორექტიროს კონკრეტული შესრულებული შეკვეთის ღირებულება, თუ გამოვლინდება დარღვევა (როგორიცაა მგზავრის გრძელი მარშრუტით წაყვანა ან მგზავრობის დასრულების შემდეგ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის მრიცხველის დაუყოვნებლივ არ გამორთვა) ან ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აისახა მგზავრობის საბოლოო ფასზე. „პატრიოტ ტაქსი“ ასევე იტოვებს უფლებას გააუქმოს ან შეამციროს მგზავრობის ღირებულება იმ შემთხვევაში თუ გვაქვს თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვი ან კლიენტის მითითება თქვენ მიერ წესების დარღვევის შესახებ.

ამავდროულად „პატრიოტ ტაქსი“-ს  მხოლოდ დასაბუთებული და სამართლიანი გზით მოახდენს მგზავრობის ღირებულების შემცირებას ან გაუქმებას.

4.10. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება როგორც ხელზე ასევე აპლიკაციით გადახდის მეთოდით როგორც ეს აღწერილია ზოგადი დებულებების მე-6 მუხლში. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი პირდაპირ გადაიხდის მგზავრობის საფასურს, თქვენ ვალდებული ხართ აიღოთ ეს თანხა.

იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ვერ იხდის ან უარს ამბობს გადახდაზე, „პატრიოტ ტაქსი“თქვენი სახელით გაუგზავნის შეტყობინებას მგზავრს დავალიანების შესახებ.

აღნიშნული უფლებამოსილება მომდინარეობს საგადახდო აგენტის მიერ „პატრიოტ ტაქსი“-თვის მინიჭებული მანდატიდან და არ ითვალისწინებს მგზავრის მიერ მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში „პატრიოტ ტაქსი“-ს მიერ ზარალის ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანაში მყოფი მგზავრები არ თანხმდებიან ტრასნპორტირების მომსახურების საფასურის გადახდას, საფასურის გადახდა დაეკისრება მგზავრს, რომელმაც განახორციელა შეკვეთა სატრანსპორტო მომსახურების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი სათანადო მტკიცებულების საფუძველზე უარს აცხადებს საფასურის გადახდაზე, რადგან „პატრიოტ ტაქსი“აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, „პატრიოტ ტაქსი“ არ აგინაზღაურებთ ასეთ ხარჯებს.

4.11. ქვითრები. თითოეული სატრანსპორტო მომსახურების წარმატებით განხორციელების შემდეგ „პატრიოტ ტაქსი“ შექმნის და მგზავრს გაუგზავნის ქვითარს, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: კომპანიის ბიზნეს-დასახელება, საქმიანობის ადგილი, მძღოლის სახელი და გვარი, მძღოლის ფოტო, სამსახურებრივი ლიცენზიის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი, მგზავრობის თარიღი, დრო, დაწყების და დასრულების ადგილები, ხანგრძლივობა და მანძილი, სატრანსპორტო მომსახურების საფასური და გადახდილი ოდენობა. თითოეული სატრანსპორტო მომსახურების ქვითარი ხელმისაწვდომია თქვენთვის „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის ანგარიშზე.

4.12. გაუქმების საფასური და ლოდინის საფასური მგზავრმა შესაძლოა გააუქმოს ტრანსპორტირების მომსახურების მოთხოვნა, რომელიც მძღოლმა „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის მეშვეობით მიიღო. მძღოლს უფლება აქვს, მოითხოვოს ტრანსპორტირების მომსახურების გაუქმებული მოთხოვნის საფასური (გაუქმების საფასური) იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი გააუქმებს ტრანსპორტირების მომსახურების მოთხოვნას „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციით განსაზღვრული გარკვეული პერიოდის შემდეგ.

4.13. თუ მგზავრობისას კლიენტმა ან მისმა თანამგზავრმა გულგრილად დააზიანა თქვენი მანქანა ან მისი აღჭურვლობა (მათ შორის დაალაქავა, შეღება ავტომობილი ან არასასიამოვნო სუნი დატოვა მასში) თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მგზავრისგან ჯარიმა 50 (ორმოცდაათ) ლარამდე და ასევე მოითხოვოთ კომპენსაცია მის მიერ გაწეული ყოველი ზარალისთვის. თუ კლიენტი უარს აცხადებს ჯარიმის გადახდაზე ან/და ზარალის კომპენსაციაზე, თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ასეთი შემთხვევა „პატრიოტ ტაქსი“-ს რომელიც ეცდება კლიენტისგან თქვენს სასარგებლოდ შეაგროვოს ჯარიმა და რეალური ზარალის ღირებულება. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ „პატრიოტ ტაქსი“ არ იღებს ვალდებულებას მგზავრის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიყენებულ ზარალზე.

4.14. თქვენი საგადასახადო ვალდებულებები. წინამდებარე პირობებით თქვენ აღიარებთ, რომ ვალდებული ხართ სრულად შეასრულოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც წარმოგექმნებათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის: (i) საშემოსავლო გადასახადი, სოციალური დაცვის გადასახადი, ან სხვა მოქმედი გადასახადის გადახდა; და (ii) თანამშრომლების და გადასახადების რეგისტრაციის ვალდებულებების შესრულება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ანგარიშგების და გადარიცხვების წარდგენის მიზნით, მოქმედი კანონის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო უწყება წარმოგვიდგენს საფუძვლიან განცხადებას თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, უფლებამოსილნი ვართ, საგადასახადო უწყებას მივაწოდოთ თქვენი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია მოქმედი სამართლებრივი აქტების ფარგლებში. ამასთან, ვალდებულნი ხართ, ზედმიწევნით შეასრულოთ ტრანსპორტირების მომსახურებასთან დაკავშირებით მოქმედი ყველა საგადასახადო რეგულაცია. თანხმობას აცხადებთ, აუნაზღაუროთ„პატრიოტ ტაქსი“-ს ყველა სახელმწიფო მოსაკრებელი, ჯარიმა, გადასახადი, ბაჟი ან სხვა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც „პატრიოტ ტაქსი“-ს დაეკისრება თქვენ მიერ შესაბამისი საგადასახადო რეგულაციების შეუსრულებლობის გამო (მათ შორის საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გადახდა).

4.15. ინვოისების გაცემის უფლებამოსილება. „პატრიოტ ტაქსი“-ს აქვს უფლებამოსილება გასცეს ინვოისი თქვენი სახელით, რათა აგინაზღაუროთ ნებისმიერი ხარჯი, ანაზღაურება კლიენტების მოზიდვაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები ან სხვა მოსაკრებლები, რომლებიც ეკისრება „პატრიოტ ტაქსი“-ს თქვენს წინაშე. ინვოისის გაცემისას, ის დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი მძღოლის პორტალის საშუალებით

.

5. „პატრიოტ ტაქსი“-ს მოსაკრებელი

5.1. იმისთვის რომ გამოიყენოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაცია, თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ მოსაკრებელი. მოსაკრებლის გადახდა ხდება თქვენ მერ შესრულებული თითოეული სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთის საფუძველზე. „პატრიოტ ტაქსი“-ს მოსაკრებლის ოდენობა ცნობილი გახდება თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის, მძღოლის პორტალის ან სხვა შესაბამისი საშუალებებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „პატრიოტ ტაქსი“-ს მოსაკრებელი შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს.„პატრიოტ ტაქსი“ ვალდებულია გამოგიგზავნოთ წინასწარი შეტყობინება ყოველი ასეთი ცვლილების შესახებ.

5.2. თქვენ უნდა გადაუხადოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს წინა თვის სალიცენზიო მოსაკრებელი თითოეული თვის 15 რიცხვისთვის. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ დაგვიანებისთვის საურავი დღეში გადაუხდელი თანხის 0.04%-ს (ნოლი მთელი ნოლ ოთხი პროცენტი) ოდენობით. თქვენ ვალდებული ხართ, დაფაროთ ჩვენ მიერ გაღებული ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ვალის ამოღების ღონისძიებებთან.

6. აპლიკაციით გადახდა

6.1. ჩვენ შეიძლება საშუალება მივცეთ მომხმარებლებს გადაიხადონ სატრანსპორტო მომსახურების საფასური საბანკო ბარათის მეშვეობით, ბიზნესისა და მობილური კავშირის ოპერატორის მეშვეობით პირდაპირ აპლიკაციაში (მაგ. აპლიკაციით გადახდა). წინამდებარე პირობებით, თქვენ უფლებას გვანიჭებთ, რომ ვიმოქმედოთ როგორც თქვენმა შეზღუდულმა კომერციულმა აგენტმა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სახელით თანხების, მოქმედი გადასახადების ან მომხმარებელთა მიერ გადახდილი სხვა მოსაკრებების შესაკრებად აპლიკაციით გადახდის მეშვეობით. აპლიკაციით გადახდისის მეშვეობით მგზავრის მიერ საგადახდო ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება გადახდის განხორციელებისთანავე.

6.2. თქვენ უფლება არ გაქვთ უარი თქვათ კლიენტის მიერ აპლიკაციის მეშვეობით გადახდის განხორციელებაზე ან გავლენა იქონიოთ კლიენტზე აპლიკაციით გადახდის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ დაუსაბუთებლად განაცხადებთ უარს აპლიკაციით გადახდის მიღებაზე, „პატრიოტ ტაქსი“-ს უფლება აქვს ყოველ უარზე დაგაკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით ან/და განმეორების შემთხვევაში დაბლოკოს თქვენი უფლება გამოიყენოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაცია.

6.3. „პატრიოტ ტაქსი“-ს  უფლებას იტოვებს, ჩვენი შეხედულებისამებრ გაავრცელოს პრომო კოდი სარეკლამო აქციის ფარგლებში. ვალდებულნი ხართ, დათანხმდეთ პრომო კოდის გამოყენებას, როდესაც მგზავრი შეიყვანს პრომო კოდს აპლიკაციაში ბარათით გადახდის დროს. პრომო კოდების გამოყენება შეუძლებელია ნაღდი ანგარიშსწორების დროს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი პრომო კოდების თაღლითურად, უკანონოდ გამოყენების, მძღოლის მიერ პრომო კოდის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დარღვევის შემთხვევაში პრომო კოდი შესაძლოა გაუქმდეს და გადაუხდელი თანხა მძღოლს აუნაზღაურდება „პატრიოტ ტაქსი“-ს მიერ.

6.4. თქვენ უფლება გაქვთ განიხილოთ აპლიკაციით გადახდის ანგარიშები „პატრიოტ ტაქსი“-ს მძღოლის პორტალში ან აპლიკაციაში. ანგარიშები უჩვენებს წინა კვირაში შუამდგომლობით შემოსული აპლიკაციით გადახდის თანხების რაოდენობას, ისევე როგორც „პატრიოტ ტაქსი“-ს მოსაკრებლიდან დაკავებულ თანხებს. ვალდებულნი ხართ, გვაცნობოთ მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს ვალდებულებებზე, შევაგროვოთ და გავანაწილოთ აპლიკაციის გადახდების მეშვეობით გადახდილი საფასური.

6.5. „პატრიოტ ტაქსი“ ვალდებული არ არის გადაგიხადოთ კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასური, თუ აპლიკაციით გადახდა ვერ განხორციელდება კლიენტის საკრედიტო ბარათის ან მობილური გადახდის გაუქმების ან წარუმატებლად შესრულების შედეგად. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გადაგირიცხავთ მას, მას შემდეგ, რაც კლიენტი განახორციელებს მოთხოვნილ გადახდას.

6.6. სატრანსპორტო მომსახურებების გაწევამდე, თქვენ უნდა გადაამოწმოთ, რომ მომსახურებები ფაქტობრივად უზრუნველყოფილია კლიენტისთვის და/ან რომ კლიენტმა დაადასტურა, რომ ის ნებას რთავს მგზავრს იმგზავროს მის ანარიშზე. თუ თქვენ არასწორად ამოიცნობთ კლიენტს და აპლიკაციით გადახდა დაეკისრება პირს, რომელსაც არ გაეწია ან არ ამტკიცებს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, „პატრიოტ ტაქსი“ აუნაზღაურებს კლიენტს მგზავრობის საფასურს. ასეთ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ გადასახადი „პატრიოტ ტაქსი“-სგან. გარდა ამისა, აპლიკაციით გადახდის ყოველ არასწორ გამოყენებაზე, „პატრიოტ ტაქსი“-ს უფლებამოსილია დაგაკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 30 ლარის ოდენობით.

6.7. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „პატრიოტ ტაქსი“-ს შეუძლია ჩათვალოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი საფასური „პატრიოტ ტაქსი“-ს იმ მოსაკრებლების ანგარიშში, რომლებიც უნდა გადაუხადოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევასრულოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს  წინაშე არსებული თქვენი ფინანსური ვალდებულებები, რა შემთხვევაშიც უფლებამოსილნი ვიქნებით, თქვენს წინააღმდეგ შევიტანოთ საჩივარი. უფლებამოსილნი ვართ, გადავიხადოთ ჩვენს წინაშე არსებული თქვენი ფინანსური ვალდებულებები.

6.8. იმ შემთხვევაში, თუ არ შეგვიძლია თქვენთვის მომსახურების საფასურის გადახდა იმის გამო, რომ თქვენ მიერ არ არის მითითებული საბანკო რეკვიზიტები თქვენს მძღოლის ანგარიშში, ან საბანკო რეკვიზიტები არასწორად არის მითითებული, ასეთ თანხას 180 დღის განმავლობაში შევინახავთ. თუ აღნიშნული 180 დღის განმავლობაში სწორ საბანკო რეკვიზიტებს არ მოგვაწვდით, ჩვენ მიერ თქვენთვის გადასახდელ თანხასთან დაკავშირებული თქვენი საჩივრის ვადა ამოიწურება.

7. მხარდაჭერა

„პატრიოტ ტაქსი“-ს  სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ უზრუნველყოფილია კლიენტის მხარდაჭერა მძღოლებისთვის. „პატრიოტ ტაქსი“-ს უფლება აქვს შეწყვიტოს კლიენტთა მხარდაჭერის მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააგვიანებთ გადასახადის გადახდას 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

 

8. რეიტინგი და აქტივობა

8.1. პროგრამის საშუალებით მაღალხარისხიანი მომსახურებისა და თქვენი კლიენტებისთვის დამატებითი გარანტიების უზრუნველსაყოფად, თქვენ წინამდებარეთი ადასტურებთ, რომ კლიენტებს შეუძლიათ შეაფასონ და დატოვონ კომენტარი თქვენს მიერ მოწოდებული სატრანსპორტო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი საშუალო რეიტინგი დაკავშირებული იქნება თქვენს „პატრიოტ ტაქსი“-ს ანგარიშთან და ხელმისაწვდომი იქნება მგზავრებისათვის. თუ ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩავთვლით, რომ შეფასება ან კომენტარი არის არაკეთილსინდისიერად გაკეთებული, ჩვენ შეგვიძლია მისი უგულებელყოფა.

8.2. გარდა რეიტინგისა, „პატრიოტ ტაქსი“ აანალიზებს თქვენი საქმიანობის დონეს და განიჭებთ ქულას აქტივობისითვის, რომელიც ეფუძნება თქვენს საქმიანობას სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთების მიღებასთან, უარყოფასთან, რეაგირებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.

8.3. კლიენტებისთვის საიმედო მომსახურებების გაწევის მიზნით, „პატრიოტ ტაქსი“-ს შეუძლია განსაზღვროს მინიმალური საშუალო რეიტინგი და მინიმალური აქტივობის ქულა, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა გათვალისწინოს და შეინარჩუნოს. თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ, თქვენ ვერ გაზრდით თქვენს საშუალო რეიტინგს ან აქტივობის ქულას მინიმალურზე მეტად, დადგენილ ვადაში, თქვენი ანგარიში ავტომატურად შეჩერდება დროებით ან მუდმივად. „პატრიოტ ტაქსი“-ს შეუძლია გააუქმოს თქვენი ანგარიშის შეჩერება თუ აღნიშნული გამოწვეულია გარე გარემოებებით ან თუ გამოვლინდა, რომ შეჩერება გამოწვეულია სისტემის ცდომილებით ან არასწორი რეიტინგებით.

9. ბაზრის მიმოხილვა და კამპანიები 

9.1. ბაზრის მიმოხილვა. ჩვენ შეიძლება „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის, SMS-ის (მოკლე ტექსტური შეტყობინება), ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებებით გამოგიგზავნოთ, ბაზრის მიმოხილვა, რათა გაზარდოს თქვენი ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღწევს კლიენტის მოთხოვნა უმაღლეს მაჩევენებელს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთი საბაზრო მიმოხილვები მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს რაიმე ვალდებულებას თქვენთვის. ვინადან ბაზრის მიმოხილვა შეფასებები ეფუძნება ადრინდელ სტატისტიკას, „პატრიოტ ტაქსი“ ვერ იძლევა რაიმე გარანტიას, რომ რეალური საბაზრო მდგომარეობა შესაბამისობაში იქნება ბაზრის მიმოხილვით გათვალისწინებულ შეფასებებთან \

9.2. კლიენტებისთვის განკუთვნილი კამპანიები. „პატრიოტ ტაქსი“-ს  ასევე შეუძლია პერიოდულად მოაწყოს სხვადასხვა კამპანია კლიენტებისთვის, რათა მოახდინოს „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციების რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების მიერ გადახდილი საფასური შემცირებულია ასეთი კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გადაგიხადოთ კომპენსაცია მგზავრებისთვის შეთავაზებული შეღავათის ფულადი ოდენობით. უფლებამოსილნი ვართ, დავფაროთ „პატრიოტ ტაქსი“-ს  გადასახადის მარკეტინიგული კომპენსაცია.

10. ურთიერთობები თქვენს, ჩვენსა და კლიენტებს შორის

10.1. წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე აცნობიერებთ და თანხმდებით, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ საინფორმაციო საზოგადოებრიც მომსახურებას და არა სატრანსპორტო მომსახურებას. „პატრიოტ ტაქსი“-ს  პლატფორმის და „პატრიოტ ტაქსი“-ს  სერვისების უზრუნველყოფით ვმოქმედებთ როგორც მგზავრების და მძღოლების მაკავშირებელი მარკეტინგული რგოლი, რათა დავეხმაროთ მათ ქალაქებში ეფექტურად გადაადგილებაში. აცნობიერებთ, რომ თქვენ ასრულებთ სატრანსპორტო მომსახურებას მგზავრთა გადაყვანის შესახებ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და ტრანსპორტირების მომსახურებას ასრულებთ დამოუკიდებლად ან კომპანიის მეშვეობით, ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის სახით.

10.2. თქვენ, აცნობიერებთ, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს დასაქმების ხელშეკრულებას და არც წარმოქმნის დასაქმების ურთიერთობას თქვენსა და ჩვენს შორის. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თქვენსა და ჩვენს შორის არ არსებობს ერთობლივი საწარმო ან პარტნიორობა. თქვენ უფლებამოსილი არ ხართ იმოქმედოთ, როგორც ჩვენმა თანამშრომელმა, აგენტმა ან წარმომადგენელმა და ან დააკისროთ მათ რაიმე ვალდებულება.

10.3. თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლება ან ვალდებულება, მესამე პირს.

11. პერსონალური მონაცემების დამუშავება

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის შეტყობინების მიხედვით.

12. პასუხისმგებლობა

12.1. „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის მიწოდება ხდება "არის" და "ხელმისაწვდომიას" საფუძველზე. ჩვენ არ ვირწმუნებით და გარანტიას არ ვიძლევით, რომ წვდომა „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციასთან იქნება შეუფერხებელი და ხარვეზებისგან დაცული. რადგან „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის გამოყენება დამოკიდებულია კლიენტის ქცევაზე, „პატრიოტ ტაქსი“ და მისი შვილობილი კომპანიები გარანტიას ვერ მოგცემენ რომ თქვენი აპლიკაციის გამოყენება მოგცემთ სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის მოთხოვნას.

12.2. „პატრიოტ ტაქსი“ და/ან მისი ნებისმიერი შვილობილი კომპანია, დირექტორები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალსა ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოგექმნათ თქვენ წინამდებარე ხელკშეკრულების შესაბამისად ან „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის გამოყენებით ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ:

ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფულადი დანაკარგი;

ბიზნესის, კლიენტების, კონტრაქტების, კონტაქტების, გუდვილის, რეპუტაციის დაკარგვა, და ნებისმიერი დანაკარგი, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას საქმიანობის შეწყვეტის შედეგად;

მონაცემების დაკარგვა ან/და ნებისმიერი სხვა სახის დანაკარგი, თუ ზარალი.

12.3. ჩვენი ფინანსური ვალდებულების ლიმიტი ზოგადი პირობების ან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში შეადგენს 1000 ლარს. უფლებამოსილნი ხართ, მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება, თუ ჩვენ მიერ განზრახ დაირღვა ზოგადი პირობები ან ხელშეკრულება.

12.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციის გამომყენებელი კლიენტებისა და მათი თანამგზავრების ქმედებებსა ან უმოქმედობებზე და არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შესაძლოა წარმოგექმნათ კლიენტების ან მათი თანამგზავრების მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად. \

12.5. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების და/ან ნებისმიერი სხვა მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევაზე და უნდა შეაჩეროთ და გამოასწოროთ ასეთი დარღვევა „პატრიოტ ტაქსი“-სგან ან ნებისმიერი სახელმწიფო ან სხვა ორგანოსგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებისთანავე. ვალდებულნი ხართ, აგვინაზღაუროთ ნებისმიერი პირდაპირი და/ან ირიბი ზარალი, ზიანი, მოგების დაკარგვა, ხარჯი, ჯარიმა, პირგასამტეხლო, რომელიც დაგვეკისრება თქვენ მიერ ზოგადი პირობების, ხელშეკრულების, კანონების და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში. თუ მგზავრი წარმოადგენს პრეტენზიას „პატრიოტ ტაქსი“-ს წინააღმდეგ თქვენ მიერ უზრუნველყოფილ სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ ასეთ ზარალს „პატრიოტ ტაქსი“-ს სრულად ჩვენ მიერ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. თუ „პატრიოტ ტაქსი“-ს ექნება რაიმე პრეტენზია თქვენს წინააღმდეგ, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ „პატრიოტ ტაქსი“-ს იურიდიული მომსახურების ყველა დანახარჯს, რომელიც უკავშირდება ზარალს და ამ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნებს.

13. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

13.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ საერთო პირობების ბოლოს მდებარე „რეგისტრაციის გავლის" ღილაკზე თქვენ მიერ დაწკაპუნებისთანავე. ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება კონკრეტული დოკუმენტი და თქვენ დაიწყებთ ან განაგრძობთ სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

13.2. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს „პატრიოტ ტაქსი“-ს თვის სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, რის შემდეგაც შეგიწყდებათ „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციისა და მომსახურებების გამოყენების უფლება. „პატრიოტ ტაქსი“-ს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ლიცენზიის მიმღებისთვის სულ მცირე 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

13.3. „პატრიოტ ტაქსი“-მა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება რაიმე წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ თქვენ მიერ ირღვევა წინამდებარე ხელშეკრულება და/ან ნებისმიერი მოქმედი კანონი ან რეგულაცია, რომელიც ლახავს „პატრიოტ ტაქსი“-ს, ან ზიანს აყენებს „პატრიოტ ტაქსი“ს ბრენდს, რეპუტაციას ან ბიზნესს, როგორც ამას განსაზღვრავს „პატრიოტ ტაქსი“ საკუთარი შეხედულებისამებრ. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, „პატრიოტ ტაქსი“-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, აგიკრძალოთ ახალი ანგარიშის დარეგისტრირება.

13.4. „პატრიოტ ტაქსი“-ს  ასევე შეუძლია დაუყოვნებლივ დაბლოკოს თქვენი ხელმისაწვდომობა „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციაზე და სხვა მომსახურებებზე გამოძიების პერიოდში, თუ ჩვენ გაგვიჩნდება ეჭვი ხელშეკრულების დარღვევასთან ან თქვენი სახელით თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებით. წვდომაზე ბლოკირება მოიხსნება, მას შემდეგ, რაც გამოძიება უარყოფს ამგვარ ეჭვებს.

13.5. „პატრიოტ ტაქსი“-ს მიზანია უზრუნველყოს კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და აკონტროლოს სისტემაზე მძღოლების მოქმედება. თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მომსახურების მინიმალურ მოთხოვნებს, „პატრიოტ ტაქსი“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

14. ცვლილებები

14.1. ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ისინი ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციის ან მძღოლის პორტალით და თქვენ გააგრძელეთ სატრანსპორტო მომსახურებების გაწევა.

14.2. საერთო პირობების შესწორების მიზნით, „პატრიოტ ტაქსი“-მა უნდა განათავსოს მისი განახლებული ვერსია ვებგვერდზე და გამოგიგზავნოთ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ მინიმუმ 14 (თოთხმეტი) დღით ადრე. თუ თქვენ გააგრძელებთ „პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ და შესწორებულ პირობებს.

15. მოქმედი კანონმდებლობა და სასამრთლო იურისდიქცია

15.1. წინამდებარე ხელშეკრულება უნდა დარეგულირდეს, განიმარტოს და განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 

16. შეტყობინებები

16.1. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ „პატრიოტ ტაქსი“- ს თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

16.2. წინამდებარე ხელშეკრულებით მოთხოვნილი ნებისმიერი შეტყობინება სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება თუ; (i) გადაეცემა პერსონალურად, (ii) გაიგზავნება კურიერის საშუალებით გადაცემის მტკიცებულებით, (iii) გაიგზავნება დაზღვეული ფოსტით, ან (iv) გაიგზავნება ელ-ფოსტით, ან () „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაციიდან, ან „პატრიოტ ტაქსი“- ს  მძღოლის ანგარიშიდან. ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც იგზავნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება მიღებულად; (i) თუ გადაეცემა პირადად, აღნიშნული მხარისთვის  გადაცემის მომენტში; (ii) თუ იგზავნება კურიერის საშუალებით, იმ დღეს, რომელიც კურიერის მიერ მითითებულია როგორც თარიღი, როცა შეტყობინების შემცველი კონვერტი გადაეცა მხარეს; (iii) თუ იგზავნება დაზღვეული ფოსტით, მეორე მხარისთვის გასაგზავნად ფოსტისთვის დოკუმენტის გადაცემიდან მე-10 დღეს; და (iv) თუ იგზავნება„პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაციის, ან „პატრიოტ ტაქსი“-ს  მძღოლის პორტალიდან, ან (v) თუ იგზავნება ელ-ფოსტით, იმ დღეს, როცა ელ-ფოსტის მიმღები მხარე ადასტურებს შესაბამის ელ-ფოსტის მიღებას ან ფოსტის გაგზავნის მე-2 კალენდარულ დღეს, იმ პირობით, რომ გამგზავნი არ მიიღებს შეცდომის შესახებ შეტყობინებას (შეტყობინებით, რომ ელ-ფოსტა არ გადაეცა მხარეს) და ფოსტა გაიგზავნა ისევ მეორე კალენდარულ დღეს და არ მიუღია მსგავსი შეცდომის შეტყობინება.

17. საბოლოო დებულებები

იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი პირობების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მოქმედი დებულებით, რომელიც მიახლოებით ასახავს ბათილად ცნობილი დებულების მიზანს და ეკონომიკურ ეფექტს.

წესებისა და პირობების ძალაში შესვლის თარიღი: 01.03.2021.

bottom of page