top of page

PRIVACY POLICY FOR DRIVERS

წესები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა მძღოლებისთვის

შპს პატრიოტ ტაქსის ნიშნავს აპლიკაციის მფლობელს, რომელიც დაარსდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია შპს პატრიოტ ტაქსი, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვიქტორ დოლიძის 59,  საიდენტიფიკაციო კოდით 405376034. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail - Taxi.ge112@gmail.com

Tel.0322 421 421

1. ჩვენს მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები

  • სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი.

  • მძღოლებისა და მართვის მარშრუტების გეოლოკაცია.

  • ინფორმაცია ავტომანქანების შესახებ (მათ შორის სარეგისტრაციო ნომერი).

  • მძღოლის ეფექტურობა და რეიტინგი.

  • მძღოლის მართვის მოწმობა, ფოტო, პროფესია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

  • მონაცემები ნასამართლეობის და დანაშაულის შესახებ. სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ფინანსური მონაცემები არ განიხილება როგორც პირადი მონაცემები, რადგან მძღოლები მომსახურებას უზრუნველყოფენ ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

2. დამუშავების მიზანი

  • ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პირად მონაცემებს მგზავრების მძღოლებთან დაკავშირების მიზნით, რათა დავეხმაროთ მათ ქალაქში უფრო ეფექტურად გადაადგილდნენ.

  • გეოლოკაცია და გადაადგილების მარშრუტები დამუშავებულია გეოგრაფიული არეალის ანალიზისა და მძღოლებისთვის რეკომენდაციების მისაცემად. თუ არ გსურთ თქვენი გეოლოკაციის შესახებ მგზავრებისთვის ინფორმაციის გამჟღავნება, უნდა დახუროთ  „პატრიოტ ტაქსი“-ს  აპლიკაცია ან მიუთითოთ „პატრიოტ ტაქსი“-ს   აპლიკაციაში, რომ თქვენ გამოსული ხართ აპლიკაციიდან და ამჟამად არ ასრულებთ სატრანსპორტო მომსახურებას.

  • მძღოლის მართვის მოწმობა, პროფესია, პირადობის დამადასტურებელი საბუთები, ნასამართლობა და დანაშაულები დამუშავდება, რათა დადგინდეს სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მძღოლად მუშაობის მიზანშეწონილობა. 

  • ბოლტის აპლიკაცია აჩვენებს მძღოლის ფოტოს, სახელს და ავტომანქანის დეტალებს მგზავრებისათვის მძღოლისა და ავტომობილის იდენტიფიცირებისათვის.

  • მიიღებთ ინფორმაციას „პატრიოტ ტაქსი“-ს   მძღოლის პორტალიდან, რომელიც მოიცავს თქვენი, როგორც მძღოლის ეფექტურობას და რეიტინგებს. რეზიუმე და მძღოლის შესახებ რეიტინგი აუცილებელია მგზავრებისთვის საიმედო მომსახურებების უზრუნველსაყოფად.

3. სამართლებრივი საფუძველი

  • პერსონალური მონაცემები დამუშავებულია მძღოლთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისათვის. „პატრიოტ ტაქსი“-ს    მომსახურების გამოყენების წინაპირობაა მძღოლის საიდენტიფიკაციო და გეოლოკაციური მონაცემების დამუშავება.

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე თაღლითური გადასახადების გამოძიებისა და გამოვლენის მიზნით.

  • ნასამართლობის და დანაშაულის შესახებ მონაცემები დამუშავებულია იურიდიული ვალდებულების შესრულებისათვის.

4. ინფორმაციის მიმღები პირები

  • თქვენი პირადი მონაცემები მხოლოდ იმ მგზავრთათვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა შეკვეთაზეც თქვენ დათანხმდებით. მგზავრები მძღოლის სახელს, ავტომანქანას, ტელეფონის ნომერს, ფოტოს და გეოლოკაციურ მონაცემებს იხილავენ. მგზავრები ასევე ხედავენ მძღოლის პირად მონაცემებს ქვითარში.

5. უსაფრთხოება და წვდომა

  • მომსახურების მიწოდებისას შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება შპს „პატრიოტ ტაქსი“-ს  ის მონაცემთა ცენტრებში.

  • შპს „პატრიოტ ტაქსი“-ს უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ მიიღონ პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის, 

6. მგზავრების პერსონალური მონაცემების დამუშავება

  • დაუშვებელია თქვენს მიერ მგზავრების პირადი მონაცემების დამუშავება ჩვენი ნებართვის გარეშე. თქვენ არ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მგზავრს ან შეაგროვოთ, ჩაიწეროთ, შეინახოთ, წვდომა მიანიჭოთ, გამოიყენოთ მგზავრების მიერ მოწოდებული ან „პატრიოტ ტაქსი“-ს   აპლიკაციით თქვენთვის ხელმისაწვდომი პირადი მონაცემები, სატრანსპორტო მომსახურების გაწევის გარდა სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო.

  • ვალდებული ხართ, დაემორჩლოთ მგზავრთა პირადი მონაცემების დამუშავების წესებს და პირობებს მგზავრთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით. თუ დაარღვევთ მგზავრთა პირადი მონაცემების დამუშავების მოთხოვნებს, უფლებამოსილნი ვართ, გაგიუქმოთ მძღოლის ანგარიში და მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება.

7. წვდომა, კორექტირება, შენახვა, წაშლა და მონაცემების პორტატულობა

  • პერსონალური მონაცემების ნახვა და შესწორება შესაძლებელია „პატრიოტ ტაქსი“-ს    მძღოლის პორტალში.

  • თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მანამ, სანამ ფლობთ მძღოლის აქტიურ ანგარიშს. თუ თქვენი ანგარიში დაიხურება, პირადი მონაცემები ინახება დამატებით 3 წლის ვადით.

  • სააღრიცხვო მიზნებისთვის აუცილებელი მონაცემები ინახება 7 წლის განმავლობაში.

  • ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის დანაშაულის თაღლითობის ან ცრუ ინფორმაციის შესახებ ეჭვის შემთხვევაში მონაცემები ინახება 10 წლის განმავლობაში.

  • დავების შემთხვევაში, მონაცემები შენახული იქნება მანამ, სანამ დავა არ დაკმაყოფილება ან დავის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება.

  • ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების წაშლის ან გადაცემის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების წაშლის და გადაცემის პერიოდს.

8. დავების გადაწყვეტა

  • პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დავები გადაიჭრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

bottom of page