top of page

PRIVACY POLICY FOR PASSENGERS

წესები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა მგზავრებისთვის

შპს პატრიოტ ტაქსის ნიშნავს აპლიკაციის მფლობელს, რომელიც დაარსდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია შპს პატრიოტ ტაქსი, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვიქტორ დოლიძის 59,  საიდენტიფიკაციო კოდით 405376034. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail - Taxi.ge112@gmail.com

Tel.0322 421 421

1. ჩვენს მიერ დამუშავებული პირადი მონაცემები

  • სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

  • მგზავრთა გეოლოკაცია, მგზავრობის დრო და დანიშნულების ადგილი.

  • გადახდის ინფორმაცია.

  • ინფორმაცია დავების შესახებ.

  • მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელზეც დაინსტალირდა „პატრიოტ ტაქსის“-ის  აპლიკაცია.

2. დამუშავების მიზანი

  • ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პირად მონაცემებს მგზავრების მძღოლებთან დაკავშირების მიზნით, რათა დავეხმაროთ მათ ქალაქებში უფრო ეფექტურად გადაადგილებაში.

  • ჩვენს მიერ ხორციელდება მგზავრების გეოლოკაციის მონაცემების და ტელეფონის ნომრების განთავსება მძღოლებისთვის, რათა მოხერხდეს მგზავრების ეფექტური აყვანა. გეოლოკაციის მონაცემთა შეგროვება მხოლოდ მაშინ, როდესაც აპლიკაცია „პატრიოტ ტაქსი“გააქტიურებულია. გეოლოკაციური მონაცემების შეგროვება შეწყდება „პატრიოტ ტაქსის“-ის აპლიკაციის დახურვის შემდეგ. ზოგიერთ ქვეყანაში მძღოლები ვერ ხედავენ მგზავრების ტელეფონის ნომრებს; მძღოლი ხედავს მთელ რიგ სხვა ნომერს, რომელიც დროებით ახდენს გადართვას მგზავრის ტელეფონის ნომერზე და მძღოლს და მგზავრს კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

  • შესაძლებელია გამოვიყენოთ გეოლოკაციური მონაცემები სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარისხის საკითხების მოსაგვარებლად.

  • ჩვენ ვიყენებთ საკონტაქტო მონაცემებს მგზავრებისთვის „პატრიოტ ტაქსის“-ის აპლიკაციის განახლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

  • ვაგროვებთ მონაცემებს მძღოლებისა და მგზავრების მიერ შერჩეული მარშრუტების შესახებ, რათა ვუზრუნველყოთ გეოგრაფიული დაფარვის ანალიზი და მძღოლებს ყველაზე ეფექტური მარშრუტების შესახებ მივაწოდოთ რეკომენდაციები.

  • თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა იქნება გამოყენებული თქვენთან კომუნიკაციისთვის.

  • სატრანსპორტო მომსახურებისთვის ჩვენ ვიღებთ გადახდის რეკვიზიტებს მგზავრთა გადახდების დამუშავების მიზნით მძღოლების სახელით.

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები გროვდება თითოეულ შემთხვევაში და ინახება დავების და მომსახურების ხარისხის საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

3. სამართლებრივი საფუძველი

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მგზავრებთან კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ „პატრიოტ ტაქსის“-ის აპლიკაციის ინსტალაციისა და გამოყენების დროს მგზავრთა მიერ წარდგენილ პერსონალურ მონაცემებს. პატრიოტ ტაქსის მომსახურების გამოყენების წინაპირობაა მგზავრთა თანხმობა საიდენტიფიკაციო და გეოლოკაციის მონაცემების დამუშავების თაობაზე.

  • პერსონალური მონაცემები შეიძლება ასევე დამუშავებული იქნას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, მაგალითად, თაღლითური გადასახადების გამოძიებისა და გამოვლენის მიზნით.

4. მიმღები პირები

  • მგზავრების პირადი მონაცემები გამჟღავნებულია მხოლოდ მძღოლისთვის, რომელსაც გააქტიურებული აქვს„პატრიოტ ტაქსი“-ს აპლიკაცია; ასეთ შემთხვევაში, მძღოლი დაინახავს სახელს, ტელეფონის ნომერს (ზოგიერთ ქვეყანაში ნომერი შენიღბულია) და მგზავრის გეოლოკაციური მონაცემებით.

  • სატრანსპორტო მომსახურების მიწოდების შემდეგ, მგზავრის სახელი და ტელეფონის ნომერი (ზოგიერთ ქვეყანაში შენიღბული ნომერი) ხილული დარჩება 24 საათის განმავლობაში. ეს აუცილებელია მძღოლებისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგ. მგზავრს დაუკავშირდებიან, თუ მანქანაში რაიმე დარჩება.

  • მომსახურების ხარისხის შესახებ მგზავრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ანონიმურია და მძღოლები ვერ მიიღებენ ინფორმაციას იმ მგზავრების სახელების და ტელეფონის ნომრების შესახებ, რომლებმაც შეაფასეს ისინი.

  • მგზავრის ადგილსამყოფელის მიხედვით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გაეცნოს „პატრიოტ ტაქსი“-ს ჯგუფის კომპანიებსა და პარტნიორებს (ადგილობრივი შვილობილი კომპანიები, წარმომადგენლები, შვილობილი კომპანიები, აგენტები და ა.შ.). „პატრიოტ ტაქსი“-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მიერ პირადი მონაცემების დამუშავება მოხდება წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში დადგენილი პირობების შესაბამისად.

5. უსაფრთხოება და წვდომა

  • მომსახურების მიწოდებისას შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება შპს „პატრიოტ ტაქსის“ს მონაცემთა ცენტრებში. 

  • შპს „პატრიოტ ტაქსის“-ის  მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს ენიჭებათ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე და მათ შეუძლიათ მონაცემებზე წვდომა სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით (მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების შესახებ).

  • შპს „პატრიოტ ტაქსის“-ის უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ მიიღონ პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის.

  • გეოლოკაციური მონაცემები მუშავდება ანონიმური ფორმით და პერსონალიზებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მონაცემები საჭიროა მგზავრთან დასაკავშირებლად თაღლითობასთან დაკავშირებული დავების მოსაგვარებლად.

  • კვლევისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, მონაცემები გამოიყენება არაიდენტიფიცირებული (ანონიმური) ფორმით.

6. წვდომა და კორექტირება

  • თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა და მათი განახლება შეგიძლიათ „პატრიოტ ტაქსის“-ის აპლიკაციის მეშვეობით.

7. შენახვა

  • თქვენი პირადი მონაცემები ინახება მანამ, საბამ აქტიური სამგზავრო ანგარიში გაქვთ. თუ თქვენი ანგარიში დახურულია, მონაცემები (წინამდებარე პარაგრაფში მითითებული პოლიტიკის შესაბამისად) მონაცემთა ბაზებიდან წაიშლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემები შენახული უნდა იყოს საბუღალტრო დავების გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

  • ფინანსური მონაცემები მგზავრთათვის მიწოდებული სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ინახება ბოლო მგზავრობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

  • სააღრიცხვო მიზნებისთვის საჭირო მონაცემები ინახება 7 წლის განმავლობაში უკანასკნელი მგზავრობის შემდეგ.

  • იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის, გაყალბებული ან თაღლითური ინფორმაციის წარდგენის ეჭვი, მონაცემები ინახება 10 წლის განმავლობაში.

  • საგადახდო დავების შემთხვევაში, მონაცემები შენახული იქნება მანამ, სანამ დავა არ დაკმაყოფილება ან დავის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება.

  • მგზავრობის ისტორიის მონაცემები ინახება 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მონაცემები ანონიმური გახდება.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მოწყობილობაში „პატრიოტ ტაქსის“-ის  აპლიკაციის დეინსტალაცია არ გამოიწვევს თქვენი პირადი მონაცემების წაშლას.

  • თუ „პატრიოტ ტაქსი“-ის  აპლიკაცია 3 წლის განმავლობაში არ გამოიყენება, ჩვენ გაცნობებთ და მოგმართავთ თხოვნით, დაგვიდასტუროთ, კვლავ აქტიურია თუ არა ანგარიში. თუ პასუხი არ მიიღება, ანგარიშის დახურვა მოხდება და პირადი მონაცემები წაიშლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მონაცემები უნდა იყოს შენახული ანგარიშგებას, დავების გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

8. წაშლა

  • უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების წაშლის ნებისმიერი მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშს წავშლით. შედეგად თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ „პატრიოტ ტაქსი“-ის  აპლიკაცია ანგარიშის მეშვეობით, რომელიც წაიშალა.

  • ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების წაშლის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების წაშლის პერიოდს.

9. პორტატულობა

  • ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილო ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების გადაცემის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების გადაცემის პერიოდს. მომხმარებლის შემოწმების შემდეგ, ჩვენ მოგაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელშიც შედის: საკონტაქტო ინფორმაცია, ბოლო 3 წლის მოგზაურობის ისტორია და გადახდის ინფორმაცია.

 

 

10. პირდაპირი მარკეტინგი

  • მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართს და / ან ტელეფონის ნომერს გამოვიყენებთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის მიზნით, თუ თქვენ მოგვცემთ ამის უფლებას „პატრიოტ ტაქსის“-ის აპლიკაციის მეშვეობით. შეიძლება მოვახდინოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზება იმ ინფორმაციის გამოყენებით, თუ როგორ იყენებთ „პატრიოტ ტაქსი“ს სერვისებს (სარგებლობის სიხშირე, მგზავრობები, გადახდები).

  • თუ აღარ გსურთ მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები, დააჭირეთ "გაუქმების" ბმულს ჩვენი ელ-ფოსტის შეტყობინების ბოლოს ან „პატრიოტ ტაქსი“ის აპლიკაციის პროფილის სექციაში.

bottom of page